სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,474 პაციენტს დაუდასტურდა, 14 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 73,310 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,145 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 50,276.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.