სად გაქრა ნახევარი მილიონით ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაში და მძევლების აყვანაში დამნაშავე პირი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. პოლიცია მას უკვე მეორე დღეა ეძებს და მისი კვალი სოფელი მუხურადან დაიკარგა, სადაც სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა და სამი სხვა მძევალი დატოვა. თავად კი, სავარაუდოდ, მდინარე ლუგელა გადაიარა, ზუგდიდის რაიონი დატოვა და სავარაუდოდ, ცხენით სვანეთში გადავიდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შეიარაღებულმა პირმა კარგად იცოდა ის გზა, რომლითაც სამშვიდობოზე გავიდოდა და მდინარე გამოიყენა, რათა კინოლოგებს კვალი არ აეღოთ.
ბანკამდე კი როგორც ირკვევა ბოროტმოქმედმა ზუგდიდიდან მოშორებით გააჩერა ნისანის მარკის ავტომობილი და მძღოლს იარაღის მუქარით აიძულა დანიშნულების ადგილზე მიყვანა. მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა გამსახურდიას ქუჩაზე დაიწყო უმისამართო სროლა, ავტომობილის მძღოლმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ამის შემდეგ კი 19 ადამიანის 15 საათიანი ტყვეობა დაიწყო.
ის სპეცოპერაციის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებდა, რაც მარტივად შესამჩნევი იყო მძევლად აყვანილი პირებისთვისაც და პროფესიონალებისთვისაც, რომლებიც მის ფსიქოპორტრეტზე საუბობენ და ამბობენ, რომ ის მაღალი კლასის პროფესიონალია.
მძევლობიდან გათავისუფლებული პირები ყვებიან, რომ შეირაღებული პირი წყლისთვის მოიხმარდა მხოლოდ საკუთარ ერთჯერად ჭურჭელს. უარი თქვა სიგარეტზეც, იმის გამო, რომ კვალი არ დაეტოვებინა, თუმცა თქვა, რომ მწეველი იყო. მას ჰქონდა სახე მთლიანად შეღებილი და არ არის გამორიცხული თვალს ლინზებით ფარავდა. შესაბამსიად ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ის იქცეოდა დაზვერვის ტიპური ოფიცრის მსგავსად და შეინიღბა, როგორც პროფესიონალი.
რაც შეეხება მის სამხედრო აღჭურვილობას და მოქმედებებს, საქმე გვაქვს კარგად მომზადებულ ყოფილ სამხედრო პირთან ან სპეცრაზმელთან. შესაძლოა, მოქმედიც იყოს. მისი მოძრაობის, გადაადგილების, იარაღის ტარების, დგომის და ჯდომის მანერით იგი ავლენს სამხედრო პირისთვის დამახასიათელ უნარ-ჩვევებს.
განტვირთვის ჟილეტის მარჯვენა მხარეს ეკიდა ე.წ. სამაგრი კარაბინი სამხედრო წესზე იარაღის საჭიროებისამებრ დასამაგრებლად. პირს კარგად ჰქონდა შეგნებული რაზეც წავიდა, შეიარაღებული იყო რუსული წარმოების კალაშნიკოვის АК-74 ტიპის ავტომატური იარაღით. ეკეთა 70-იან წლებში გამოშვებული მჭიდი. ხელში ეჭირა რუსული წარმოების Ф-1 თავდაცვითი ხასიათის ხელყუმბარა, რომელიც გამოიყენება ბარიერიდან ტყორცნით და 200 მეტრში გამოირჩევა ეფექტური დაზიანებით.
პირს ხელყუმბარაზე მოხსნილი ჰქონდა მცველი, რაც ნიშნავს იმას თუ სნაიპერი მოახდენდა მის მყისიერ ლიკვიდაციას, ხელყუმბარა სამ წამში ამოქმედდებოდა. დახურულ სივრცეში ხელყუმბარის აფეთქების ეფექტურობა ორმაგდება. არც ერთ იქ მყოფ პირს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ექნებოდა.
შენობის დატოვების დროს პირმა ხელყუმბარა აწია ზემოთ, რათა სავარაუდო ლიკვიდაციის შემთხვევაში, ყუმბარის დაცემის ტრაექტორია გამოთვლადი არ ყოფილიყო სნაიპერისთვის. მათი თქმით, ასეთ გათვლებს უცოდინარი პირი ვერ გააკეთებს.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიას თქმით, მისი ფისქოპორტრეტი ნათლად აჩვენებს, რომ ის არის მაღალი დონის პროფესიონალი, რომელსაც ოპერაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მაისაია ამბობს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, მიუხედავად იმისა, რომ მას ძარცვის კამუფლიაჟი ჰქონდა.
ანალიტიკოსის, თქმით, მან მცირე თანხა მოითხოვა, რადგანაც მის წაღებას ადვილად შეძლებდა. მაისაია არ გამორიცხავს, რომ მას ბანკი კარგად ჰქონდა შესწავლილი და იცნობდა პერსონალს. ის ბანკში შესვლისას მენეჯერების სახელებს იძახდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის ცრუ კვალის იმიტაცია, რომელსაც მხოლოდ პროფესიონალი ახორციელებს.
„მან კარგად იცოდა პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური ბრძოლის მეთოდები. არაპროფესიონალი ჩვეულებრივი კრიმინალი მედიასთან კონტაქტს არ დაიწყებდა და ამდენს ვერ გათვლიდა. მას ჰქონდა სამხედრო ტიპის შეიარაღება. ფაქტობრივად, ის როგორც კარგად მომზადებული ტერორისტი ისე გადაადგილდებოდა და მსგავსი კრიზისული სიტუაციებისთვის კარგად არის მომზადებული. ის არის ან სამხედრო ოფიციერი, ან კიდევ სპეცრაზმელი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ანტიტერორისტული გადამზადება აქვს გავლილი. ის არ არის რიგითი ჯარისკაცი, რადგანაც მას აქვს ყველა ის უნარი, რომელიც მაღალპროფესიონალიზმზე მეტყველებს. მას გააჩნია საბრძოლო გამოცდილება და ზუსტად იცოდა ძალოვანი სტრუქტურების მოქმედების სქემები“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო ჯგუფურად კარაგდ ორგანიზებული დანაშაული, ხოლო შემსრულებელი რომელიც ასე საჯაროდ ჩანდა, ეს ერთი პირია. ვინც აძლევდა მას ინფორმაციას, ან როგორ იღებდა სხვა პირებისგან ინფორმაციას, ეს უკვე გამოძიების დასადგენია. მაისაია ამბობს, რომ მისი პროფესიონალიზმი ასევე იმაში ჩანდა, რომ ის წყალს თან მიტანილი ბოთლიდან სვამდა, რადგანაც დნმ-ს კვალი არ დაეტოვებინა. ასევე მას სახე ჰქონდა შეღებილი და დიდი ალბათობით, ლინზები ჰქონდა.
„ეს არის დაზვერვის სპეცრაზმის ოფიცრის ქცევა - როგორ არ მოხვდეს მისი დნმ-ის დადგენა. სახე იმიტომ აქვს შეღებილი, რომ რამე დამახასიეთებელი ნიშანი არ იპოვონ. ეს იყო მაღალ დონეზე დაგეგმილი ოპერაცია და ორი ნაბიჯით ყოველთვის წინ იდგა. აქ არის ორი კომპონენტი, რამაც ჩვენი სამართალდამცველების დაბნევა გამოიწვია. პირველ რიგში, ეს იყო მოულოდნელობის ეფექტი და თან ის აღმოჩნდა არა ტიპური მძარცველი, არამედ პროფესიონალი, რომელიც დაგეგმილი ინსტრუქტაჟით მოქმედებდა. სანამ მისი შეფასება მოხდა ვინ იყო, მან დრო მოიგო. შექმნა ილუზია, რომ თითქოს მარტო არ იყო და ფულიც არ უნდოდა. საათნახევარი სრული გაურკვევლობა იყო და შემდეგ მძარცველმა მართვის სადავეები ხელში აიღო. მიკვირს რატომ არ ჩაერთო სუს-ის ანტიტერორისტული სპეცრაზმი ამ ოპერაციაში? რატომ არ აღიძრა ასევე ტერორისტული აქტის მუხლით საქმე?
შესაბამისად, რატომ იყო პირველ რიგში ქაოსი? ახლოს მისასვლელი ზონა უნდა დაეხშოთ და მედიას ასე ადვილად თავიდანვე აღარ უნდა ემუშავა. სუს-ის ანტიტერორისტული ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის გუნდის ამ საქმეში არჩართულობა სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია. დანარჩენი საკმაოდ ოპერტიულად იმოქმედეს და სისხლისღვრა არ მოხდა. ასეთი პროფესიონალი რომ გაიქცეოდა, გასაკვირი არაა. კიდევ ორი დღე არის იმისთვის, რომ მისი დაკავება მოხდეს. რაც შეეხება იდენტიფიცირებას, მის ვინაობის გახმაურება დაუშვებელია. მას შესაძლოა ჯგუფი ჰყავდეს და სწორი მიდგომაა, რომ ჯერჯერობით სანამ არ დააკავებენ, ვინაობას არ ასახელებენ“, -ამბობს მაისაია for.ge-სთან.
უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული სამართალდამცველებს მისი ფოტორობოტიც შექმნილი ჰქონდეთ და ვინაობაც იცოდნენ. თუმცა ჯერჯერობით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ მას სხვა პირებიც ეხმარებოდნენ, გახმოვანებისგან თავი უნდა შეიკავონ. ალადაშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ პირველ რიგში უნდა დაადგინოს მისი მთავარი ამოცნა რა იყო, ბანკის გაძარცვა, თუ მძევლების აყვანა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან 4 მილიონი წაიღო, წარმოუდგენელია, რადგანაც რა ჩანთაც მიჰქონდათ, იქ ნახევარი მილიონიც ვერ ჩაეტეოდა.
„რაც ვუსმინე კვარაცხელიას, რომელიც მძევლად ჰყავდა დამნაშავეს აყვანილი, ამბობდა, რომ ჩანთა რომ გახსნა 5 შეკვრა იდო. არ ვიცი რელურად როგორ დაინახა, მაგრამ თუ მის ნათქვამს დავეყრდნობით, 5 შეკვრა ხუთასი ათასი ვერ იქნება, გაცილებით ნაკლებიც კი შესაძლოა იყოს. პოლიციას ის უნდა გაეკეთებინა, რომ ჩანთა შესაბამისი ტექნიკით აღეჭურვა. მისი გადაადგილება ჯიპიესის სიგნალით დადგენილი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, თავად გალდავას გადაადგილება პოლიციისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. სულ მცირე ტელეფონით უნდა გაკონტროლებულიყო. ეს ნიუანსები ჩვენ არ ვიცით, იქნებ და დაუმაგრეს კიდევაც რამე, ჩვენ ხომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვსაუბრობთ. პოლიციას დაახლოებითი პერიმეტრი საითაც შესაძლოა წასულიყო, უნდა გადაეკეტა. თუნდაც იგივე ვერტმფრენი გამოეყენებინათ, ან დრონით გაყოლოდნენ. მე აქამდე რომ მივიდოდა საქმე, ესეც არ მეგონა. დრო რაც უფრო გადის, მისი დაკავების შანსები მცირდება“,-ამბობს ალდაშვილი for.ge-სთან.
მიისვე თქმით, ახლა დასადგენია, ბანკში მძევლების მისვლის მოტივი, მარშრუტი და სხვა დეტალები. ყველა მათგანის გადამოწმება უნდა მოხდეს, ვინმეს ხომ არ ჰქონდა მასთან კომუნიკაცია. ასევე გაიშიფროს მისი ბანკში მოქმედება და მძევლებთან კომუნიკაცია. ხომ არ ეკონტაქტა ვინმეს საეჭვოდ. ალადაშვილი ამბობს, რომ თუ მას მძევლებიდან თანამზრახველები ჰყავს, მისი იდენტიფიცირება უფრო გაადვილდება.
„რა თქმა უნდა, ის არის ადგილობრივი და მან გზა კარგად იცის. ასევე საინტერესოა რა უყო გახსნილი ხელყუმბარა, როგორ მოიშორა. ჯიბეში ხომ ვერ ჩაიდებდა. ფაქტები შესაძლოა ჯერ არ ვიცით, მაგრამ გამოძიებას ბევრად მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ამ პიროვნების გარეთ დაკავების ოპერაცია უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო. ზოგადად, არ არის გამორიცხული, რომ ხელყუმბარა სასწავლოც იყოს, თუმცა სნაიპერი ვერ გარისკავდა და მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვერ ესვროდა. კარგია რომ არ გარისკეს, მაგრამ ამ პიროვნების დაკავების სქემა უფრო ორგანიზებული უნდა ყოფილიყო. რგორც ჩანს, ის მდინარით გაიქცა სპეციალურად, რადგანაც კინოლოგებს მისი კვალი არ აეღოთ. თუმცა ღამის ხედვის მოწყობილობით მისი გადაადგილების დადგენა არ უნდა გაჭირვებულიყო. 21-ე საუკუნეში რაზე ვლაპარაკობთ, წარმოუდგენელია“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.
პირველი მოწმე ყვება, ხელყუმბარას დამცველი მოხსნა და ძირს დააგდოო.
სხვა არავინ ამბობს, მერე მიბრუნდა, დამცველი აიღო და შეინახაო. - ასე რომ მოქცეულიყო, შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ მძევლებს, რომლებიც, ცხადია, გულის ფანცქალით ადევნებდნენ თვალს მის ყოველ მოძრაობას!
არც იმას ყვება რომელიმე მძევალი, გზაში გადააგდო, ან მერე გავიგონეთ აფეთქების ხმაო...
როგორ უნდა ავხსნათ ეს ფაქტი?
გამოდის, არ იყო ნამდვილი, საბრძოლო ხელყუმბარა?
თუ არადა ნახავთ