იტალიური პასტა უმარტივესად, მინიმალური ინგრედიენტებით

იტალიური პასტა უმარტივესად, მინიმალური ინგრედიენტებით

ინგრედიენტები

პასტა ( სასურველია ფარფალე ) - 170 გ

საქონლის ფარში - 450 გ

დაჭრილი მწვანე ხახვი - 70 გ

სალსას სოუსი - 250 გ ( შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში გახსნილი ტომატპასტა / პომიდვრის წვენი)

ყველი ჩედარი - 170 გ

მომზადების წესები

საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ საქონლის ფარში.

ამის შემდეგ დაუმატეთ სალსა და მწვანე ხახვი. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, 5 წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ მოხარშული პასტა, ურიეთ 3-5 წუთი, ზემოდან მოაყარეთ ყველი, დაახურეთ თავზე და დაელოდეთ, სანამ გადნება.