ნიგერიის უმსხვილეს ქალაქში, ლაგოსში საპროტესტო აქციის მონაწილეები მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ დემონსტრანტებს ცეცხლი ჯარისკაცებმა გაუხსნეს. შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 50 კი დაიჭრა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ დაღუპულების შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვთ.
ქვეყნის მთავრობამ მომხდარზე გამოძიების დაწყების პირობა დადო. ლაგოსსა და სხვა რეგიონებში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
საპროტესტო გამოსვლები ნიგერიაში 2 კვირის წინ დაიწყო. მოსახლეობა ძალოვანი სისტემის რეფორმას ითხოვს.