ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 9%-ით უსწრებს

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 9%-ით უსწრებს

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დონალდ ტრამპი ჯოზეფ ბაიდენს რეიტინგში 9%-ით ჩამორჩება.

გამოკითხვა The New York Times-ის დაკვეთით კვლევითმა ჯგუფმა „სიენა-კოლეჯმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს მხარს რესპოდენტთა 50% უჭერს, დონალდ ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 15-18 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 987-მა რესპოდენტმა მიიღო.

აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.