ვანდალებმა ბერლინის მუზეუმებში 70-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში დააზიანეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
დაზიანებულ ნივთებს შორისაა ეგვიპტური სარკოფაგები, ქვის ქანდაკებები და მე-19 საუკუნის ნახატები. ვანდალებმა მათ ზეთოვანი სითხე შეასხეს, მათი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
სპეციალისტები მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენენ.