ახალ აეროპორტში წვიმა ჩამოვიდა

ახალ აეროპორტში წვიმა ჩამოვიდა

თბილისის ახალაშენებული აეროპორტის სახურავმა ობიექტის ოფიციალურად გახსნის შემდეგ წვიმის “გამოცდას” ვერ გაუძლო - შენობაში რამდენიმე ადგილას წყალი ჩამოვიდა.

აეროპორტის ხელმძღვანელობა მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ ჯერ აეროპორტში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ბოლომდე არ დასრულებულა.

აეროპორტი ოფიციალურად 7 თებერვალს გაიხსნა. მგზავრები წუწუნებენ, რომ მიუხედავად გარეგნული ეფექტისა, აეროპორტის ახალი შენობა უამრავი დეფექტითაც გამოირჩევა.

“სჯობდა ნელ-ნელა დაესრულებინათ სამუშაოები და ყველაფერი კარგად გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, ყველა ხარვეზი დაჩქარებული მშენებლობის შედეგია,” - აცხადებენ მგზავრები, რომლებიც წვიმიანი დარბაზის გარდა, ესკალატორების გაუმართავი მუშაობითაც არიან უკმაყოფილო.

თბილისის ახალი აეროპორტი თურქულმა კომპანიამ “ტავი და ურბანმა” ააშენა. თურქი ინვესტორები უკმაყოფილო იყვნენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მშენებლობას აჩქარებდნენ.