აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმნა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის წევრებთან საუბრისას განაცხადა.
„სამი კვირის წინ ამას არ ვიტყოდი, მაგრამ ახლა ვამბობ - ჩვენ გავიმარჯვებთ. არასდროს გვქონია იმაზე უფრო ძლიერი პოზიციები, ვიდრე დღეს გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საარჩევნო შტაბის წევრებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატზე, ჯო ბაიდენზე.
„ჯო ბაიდენი ციხეში უნდა იჯდეს. ის კრიმინალია“, - დასძინა მან.
აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.