რატომ ვერ „დაასრულა“ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“? - ეს კითხვა არაერთხელ დამდგარა ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა დონეზე, თუმცა ვერც ერთხელ ვერ გაეცა, ან არ გაეცა ამომწურავი პასუხი. მოსაზრებები კი, რა თქმა უნდა, მრავლად იყო ერთი უკიდურესობიდან მეორემდე.
საბოლოოდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის მათაც, ვინც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისგან რეალურად დაზარალდა, რომ იტყვიან, ხელი ჩაიქნია სამართლიანობის აღდგენაზე, რაც პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვის ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს ვერ ხერხდება ახლა და ვერ მოხერხდა ადრე „სხვადასხვა ფაქტორების“ გამო და შეგნებულად არ სურთ ამ საკითხზე დეტალებში შესვლა.
კარგად მესმის, თუ რატომ იკავებენ თავს ამ ფაქტორების გამხელისგან. საქმე საკმაოდ მგრძნობიარე და უხერხულ დეტალებს ეხება და მათი სამზეოზე გამოტანა, მათ როგორც პოლიტიკოსებს არ აწყობთ, რადგანაც ძირითადად საგარეო ურთიერთობებს ეხება, თან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად წოდებულ ქვეყნებთან. შესაბამისად, დეტალებზე საუბარი მით უმეტეს წამგებიანია ახლა, საკმაოდ მძიმე არჩევნების წინ.
თუმცა, დეტალებზე შეუძლიათ ისაუბრონ სხვებს. 2012 წელს, ხალხის უდიდესი ძალისხმევით და თავდადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება, რომ იტყვიან, „ციურ მანანასავით“ დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში სხვა სცენარი ჰქონდათ შემზადებული და არჩევნების შედეგი მათთვის მწარე აბი იყო.
არჩევნების მოგების შემდეგ „ოცნება“ დადგა გაცემული დაპირებების შესრულების ვალდებულების წინაშე. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისგან თავდაღწეული მოსახლეობის განწყობა ისეთი იყო, რომ 100 ახალი ქარხნის აშენებას იმდენად არ ელოდებოდა, რამდენადაც სამართლიანობის აღდგენას და „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც რეჟიმის გასამართლებას და უკლებლივ ყველა დამნაშავის დასჯას. თუმცა, დრო გადიოდა და სულ უფრო აშკარა ხდებოდა, თუ როგორ ითრევდა ფეხს „ქართული ოცნება“ სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ის იფარგლებოდა პალიატიური ღონისძიებებით და ალბათ, ვერ ამჩნევდა ამის გამო საზოგადოებაში დაგროვილ უკმაყოფილებას. საზოგადოებაში, ბუნებრივია, ცოტამ თუ იცოდა ამ კუთხით „ქართული ოცნების“ გასაჭირი და ის უპრეცედენტო ზეწოლა, რაც მასზე და მის ლიდერზე ხორციელდებოდა ევროპიდან და აშშ-დან.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სულ ახალი მოსული იყო და პირველ მორიდებულ ნაბიჯებს დგამდა სამართლიანობის აღსადგენად, რომ აშშ-დან, 2012 წლის 7 დეკემბერს, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მრისხანე ღია წერილი მიიღო. წერილს ხელს აწერდნენ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრეჰემი.
წერილში, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა საქართველოს ისტორიაში „კრიტიკულ მომენტად“ იყო შეფასებული, სენატორები „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა დაკავებების და მათ მიმართ დაწყებული გამოძიებების გამო და „ქართულ ოცნებას“ კატეგორიულად მოუწოდებდნენ ისე მოქცეულიყო, რომ დასავლეთში აღქმაც კი არ გაჩენილიყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა მიმართ შერჩევითი სამართლის. აღნიშნული წერილი, რომ იტყვიან, აისბერგის ხილული ნაწილი იყო მხოლოდ. „ქართული ოცნების“ ხომალდს კი არანაირად არ სურდა ამ „აისბერგთან“ შეჯახება და გარდუვალი ჩაძირვა. ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა ხელისუფლებაში ყოფნის პირველ პერიოდში თუ რა დიდ ძალისხმევად დაუჯდა დასავლელების დარწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ არ გადაუხვევდა პრო-დასავლურ კურსს.
სანდო წყაროებიდან ცნობილია, რომ მზარდი ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ და მის ლიდერზე პერმანენტულად მიმდინარეობდა წლების მანძილზე. აშშ-ს და ევროპის პოლიტ-ისტებლიშმენტი და გავლენიანი წრეები იმდენად კარგად იყვნენ შეთამაშებული სააკაშვილთან და „ნაცმოძრაობასთან“ პრინციპით „ის არამზადაა, მაგრამ ჩვენიანი არამზადა,“ რომ ყველანაირად ცდილობდნენ ამ პოლიტიკური ძალისათვის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას. ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ ამას წერტილი დაუსვა. ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნების და არჩევანის წინააღმდეგ დასავლეთი, ბუნებრივია, ვერ წავიდოდა. ამიტომაც მათი პროგრამა მაქსიმუმი გახდა „ნაცმოძრაობის,“ როგორც საქართველოში მათი მთავარი საყრდენი პოლიტიკური ძალის შენარჩუნება მთავარ ოპოზიციურ ძალად და „ქართული ოცნების“ მთავარ საპირწონედ. ეს მიზანი ფაქტობრივად მიღწეული იქნა. სამართლიანობის აღდგენა, ისე როგორც ეს ქართველ საზოგადოებას წარმოედგინა, დიდი ხნით თაროზე შემოიდო. „ქართული ოცნება“ დაყაბულდა ამ სცენარს. უფრო მეტიც, მან ეს სცენარი სათავისოდაც კარგად გამოიყენა. ყველანაირად დისკრედიტირებული „ნაცმოძრაობის,“ როგორც მთავარი ოპონენტი ძალის ფონზე და „ოცნება“ 8 წლის მანძილზე იოლად იგებდა ყველა დონის არჩევნებს.
მეტიც, „ნაცმოძრაობისთვის“ სამართლიანი ვერდიქტის გამოტანას, ოპონენტები თავად „ქართული ოცნების“ მაშინდელ კოალიციაში გამოუჩნდნენ. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სერიოზული ოპონირება გაუწიეს ამ ინიციატივას. მეტიც, პარლამენტის მაშინდელი სპიკერი რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი აცხადებდა „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანა არისო.
პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მათ შორის საქართველოში გავლენებისათვის დასავლეთსა და რუსეთს შორის მძაფრი გეოპოლიტიკური კონკურენცია მიმდინარეობს. ამ კონკურენციაში დასავლეთისათვის საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში საიმედო საყრდენების არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ეს გახლავთ ის ერთ-ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ მოხერხდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან განდევნა და რაზედაც საჯაროდ საუბარი და დეტალებში შესვლა გასაგები მიზეზების გამო არ სურთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს.
მე ეს ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ ეს ქეციანი ვირიშვილები რომ ვერ მოვიშორეთ (კოლექტიურ დასავლეთზე ვამბობ!) ამ 30 წელიწადში სრულიად წაშალეს საქართველოს სუვერენიტეტი, უზარმაზარი ვალები რომ აგვკიდეს, რომელმაც ლამის არის მთლიანი შიად პროდუქტის 60% შეადგინოს, ამას რა ვუყოთ?! ან ეს თლიანი შიდა პროდუქტი რა არის, რამდენია ამ მთლიან შიდა პროდუქტში რეალური (მატერიალური) სექტორის წვლილი?!
ხოა ეს ყველაფერი უკვე ცირკი? თანაც იმდენად დიდი ცირკი რომ ყველაფერი აზრს კარგავს.....
ისე სუყველა რომ ეშაფოტზე......არააააა?/....... რას იტყვი?
მე დიდი სიამოვნებით...........................პარლამენტიდან მაქს მხოლოდ 5 კაცს გადავარჩენდი
ან კიდევ ნაცებსაც და ქოცებსაც ხაროში ერთად ჩავყრიდი-------- ვინც გადარჩებოდა ალალი ყოფილიყოს
კოლუმბს და იმის ძმებს ხომ გამოვუყვანე წირვა? ეხლა იმათ აშენებული ქვეყნის ჯერია....
ზუსტად ისეა........ წერეთელმა დაგვიბარაო....
ჰოოოდა ეს კიდე ბაქრაძემ დაიბარა...მჯერა მე იმ კაცისა, მჯერა