ბელარუსში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ასობით მონაწილე დააკავეს

ბელარუსში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ასობით მონაწილე დააკავეს

ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე „პარტიზანული მარში“ 242 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle ორგანიზაცია „ვესნაზე“ დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე მეტი დემონსტრანტი მინსკში დააკავეს. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ქვეყანაში საპროტესტო აქციები უკვე მეათე კვირაა მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.