აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 17 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 17 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

აშშ-ში 17 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. აღნიშნულს Edison Research-ისა და Catalist-ის გამოკითხვა ცხადყოფს.

როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, ამ ეტაპზე ვადამდელ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით (მათ შორის, ფოსტის მეშვეობით) უფრო „დემოკრატი“ ამომრჩევლები სარგებლობენ, თუმცა ეს საბოლოო შედეგის მაჩვენებელი არ არის, ვინაიდან „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერებს, როგორც წესი, არჩევნების დღეს ურჩევნიათ ხმის მიცემა.

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს ვადამდელ კენჭისყრაში გამარჯვება შეუძლია, თუმცა დონალდ ტრამპი მას არჩევნების დღეს გადაუსწრებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის მასშტაბით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 17%-ით უსწრებს.

აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.