დონალდ ტრამპი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს კომპანიას, რომელსაც მისი ოჯახი ფლობს, რუსულ ბანკებთან სოლიდური დავალიანება აქვს.
„მე არ მაქვს რუსეთის ვალი. მაქვს ძალიან მცირე ვალი, იპოთეკა, მაგრამ რუსეთის არაფერი მმართებს. იმისთვისაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში გითხრათ, ვისი ვალი მაქვს, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან მცირე თანხა“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს New York Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპს 300 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება აქვს, რომლის დიდი ნაწილიც უახლოეს წლებში უნდა დაფაროს.