ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ სამსახურიდან დაითხოვა სენატორი, რომელმაც ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას ფული საცვალში დამალა.
ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. ჩხრეკა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჩიკო როდრიგესის ოფისში ფედერალურმა პოლიციამ 14 ოქტომბერს ჩაატარა.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 30 000 რეალი ამოიღეს.