კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანსუა-ფილიპ შამპანის განცხადებით, თურქეთმა ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოს.
„ჩემს თურქ კოლეგას განვუცხადე, რომ თურქეთმა ყარაბაღის კონფლიქტში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოს. თავიდან უნდა ავიცილოთ გარე მხარეების კონფლიქტში ჩარევა, ვინაიდან ვხედავთ, რომ ეს ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.