ტაილანდის მთავრობამ საპროტესტო მოძრაობის გამო დიდი თავშეყრები აკრძალა

ტაილანდის მთავრობამ საპროტესტო მოძრაობის გამო დიდი თავშეყრები აკრძალა

ტაილანდის მთავრობამ საგანგებო დეკრეტი მიიღო, რომლის მიზანიც ბანგკოკში მშვიდობიანი პროტესტების ჩახშობაა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დეკრეტი, რომელიც პოლიციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ტელეეთერში გააცნეს, დიდ თავშეყრებს კრძალავს, რათა ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი შენარჩუნდეს. მანამდე კი სამართალდამცველებმა საპროტესტო მოძრაობის 3 ლიდერი დააკავეს.

დემოკრატიული მოძრაობა, რომლის ძირითად ბირთვსაც სტუდენტები შეადგენენ, პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და მონარქიისთვის ძალაუფლების შეზღუდვას ითხოვს, იმის მიუხედავად, რომ მონარქიის კრიტიკა ქვეყანაში კანონით ისჯება.