ავღანეთში ტერორისტულ აქტებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ Times Now News-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ტერორისტთა სამიზნე გერათის პროვინცია გახდა, სადაც ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა. დაიღუპა 5 და დაშავდა 10 ადამიანი.
კიდევ ერთი ტერაქტი ლანგმანის პროვინციაში განხორციელდა. ქალაქ მეჰთარლამში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა, რომელიც პოლიციის მანქანაზე იყო მიმაგრებული. დაიღუპა 3 და დაშავდა 14. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.