ფინეთის პრემიერ-მინისტრს, სანა მარინს სკანდალური ფოტოსესიის გამო აკრიტიკებენ. ამის შესახებ გამოცემა Yle იტყობინება.
ფოტოები ჟურნალმა Trend Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა. მთავრობის მეთაურს შავი პიჯაკი შიშველ სხეულზე აცვია.
სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი ფოტოსესიების მოწყობა პრემიერისთვის შეუფერებელი საქციელია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მთავრობის მეთაურს სოლიდარობას უცხადებს. მათ Instagram-ზე ჰეშთეგიც შექმნეს, სახელწოდებით #imwithsanna (მე სანასთან ვარ), სადაც თავიანთ თამამ ფოტოებს აქვეყნებენ.