ნიუ-იორკის მთავრობის მიერ გამოწერილმა ჯარიმებმა Covid19-ის რეგულაციების დარღვევის შედეგად, გასული პარასკევიდან დღემდე $150 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ მასობრივი თავშეყრის დროს რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორები $15 000 დაჯარმიდებიან, ხოლო მოქალაქეები პირბადის გამოუყენებლობის ან სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის $1 000-ით.
ჯარიმები ნიუ-იორკის ზოგიერთ უბანში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გამოიწვია. ქალაქის მთავრობა გეგმავს, რომ მოხდეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიზნესებისა და სკოლების დახურვა.