„საქართველოს სტაბილურობის შესუსტებით მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული, უნდა ამ კონფლიქტში მხარედ გვაქციოს და საკუთარი ეთნიკური უმცირესობები დაგვიპირისპიროს“

„საქართველოს სტაბილურობის შესუსტებით მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული, უნდა ამ კონფლიქტში მხარედ გვაქციოს და საკუთარი ეთნიკური უმცირესობები დაგვიპირისპიროს“

ვინ ცდილობს ყარაბაღში მიმდინარე ომზე საქართველოს დაზიანებით, პოლიტიკურად ხელის მოთბობას? - საქართველოს წინააღმდეგ ომის პარალელურად დეზინფორმაცია ვრცელდება და ქვეყანა ფეიკ ნიუსების დარტყმის ობიექტი გახდა. სოციალურ ქსელებით დაიწყეს აქტიურად გავრცელება დეზინფორმაციის, თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანს შეიარაღება მიეწოდება და პირიქით, სომხეთში საქართველოს გავლით სერბეთიდან იარაღი შეიტანეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომლის თანახმადაც, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა. გავრცელდა ასევე ინფომაცია, რომ სირიიდან წამოსული მებრძოლები, რომლებიც ყარაბაღში აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დასახმარებლად მიდიოდნენ, საქართველოდან შევიდნენ.

ეს დეზინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ როგორც ეთნიკურად სომხების ასევე აზერბაიჯანელების გაღიზიანებას იწვევს და საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს.

For.ge-სთან ანალიტიკოსები ამ მიზანმიმართული დეზინფორმაციის უკან დაინტერესებულ ჯგუფებს ხედავენ, რომელთა ხელწერა რუსულ სპეცსამსახურებს ჰგავს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ როგორც ბაქოსთან, ასევე ერევანთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ და აუხსნან, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით ვიღაც არის დაკავებული. ხოლო მის გამოვლენასა და დადგენაში ორივე ქვეყანა უნდა დაეხმაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქართველოს უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

„სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სომხეთის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რასაც შეიძლება, პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“, - აცხადებენ საქართველოში სომხეთის საელჩოში.

ამავე საკითხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან, აზერბაიჯანის მიმართულებით, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადააადგილდებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას და კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რომ აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი გადაიკეტოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მებრძოლებთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ყარაბაღის ომის პარალელურად საქართველოს ირგვლივ დეზინფორმაცია და ე.წ. ფეიკნიუსები რომ მოიმატებდნენ, ეს მოსალოდნელიც იყო. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში სომხეთის და აზერბაიჯანის აქტიურობა ნაკლებად ჩანს და ეს არის გარკვეული პოლიტიკურად დაიტერესებული ჯგუფების აქტიურობა. ხოლო ამ ყველაფრის თავი რუსეთია.

„თუ დღეს ვინმე საქართველოში დაძაბულობით და ორ მოძმე მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებით არის დაინტერესებული, ეს რუსეთია. მისი ხელწერა ძალიან ადვილად ამოსაცნობია. ეს ქვეყანა მუდმივად ცდილობს, რომ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყოს. ამ ომის შემთხვევაში კი ძალიან მარტივია, საქართველოს წინააღმდეეგ დეზინფორმაციით განაწყო, როგორც სომხები ასევე აზერბაიჯანელები. ან პირიქით - საქართველოს მოსახლეობა ორივე ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი მოგონილი იფნრომაციებით გააღიზიანო. არც თურქეთი, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული საქართველო და მისი მოსახლეობა მათ მიმართ აგრესიულად და მტრულად იყოს განწყობილი. პირიქით, სამივე ქვეყანას საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა სურს. მით უმეტეს ყარაბაღის ომის ფონზე ახლა რეგიონში ერთი ქვეყანა მაინც უნდა იყოს მშვიდად, რომელიც მათთვის დასაყრდენი იქნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, სასწრაფოდ საქართველოს სპეცსამსახურებმა უნდა გაარკვიონ ამ ინფორმაციების გავრცელების უკან რა სახის ჯგუფები დგანან. ვინ არიან ეს ადამაინები, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ან სომხებს ან კიდევ აზერბაიჯანელებს განაწყობს. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან და ანკარასთან მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია. მუდმივად უნდა ავუხნსათ ჩვენს მეზობლებს, რომ ამ დეზინფორმაციით შეშფოთებულები ვართ და ყველა ამ ინფორმაციის უკან გარკვეეული მიზნები იმალება.

„საქართველოს თავისი სტაბილურობით და დაბალანსებულობით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ სიმყარის შესუსტებით მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული. მას უნდა ამ კონფლიქტში მხარედ გვაქციოს და საკუთარი ეთნიკური უმცირესობები დაგვიპირისპიროს. ჩვენი ქვეყნის შიგნითვე საკუთარი მოქალაქეების პროტესტი გამოიწვიოს.

სამივე ქვეყანას უნდა მივმართოთ დახმარებისთვის, ხელი შეგვიწყონ გამოვააშკარაოთ ამ ჯგუფების უკან რა ძალა დგას. ფეიკინდუსტრია მსოფლიოში ძალიან განვითარებულია, ამიტომ მედიამაც მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოთ და რუსული სპესამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებას, როგორც რეალობა არ უნდა მიაწოდოთ. ცოტა სახელმწიფოებრივადაც უნდა ვიზრუნოთ. ამ დეზინფორმაციას სიმართლით უნდა ვებრძოლოთ. ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ჩვენს ხელისუფლებას მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს. მათთან მუშაობაა საჭირო და პოლიტიკოსები მხოლოდ ტელევიზორით არ უნდა ესაუბრებოდნენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ზაქარეიშვილი ყარაბაღის ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის განცხადებას იხსენებს, რომელმაც ჯავახეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ ეთნიკურ სომხებს მოუწოდა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ამ ადამიანის შესახებ დამოკიდებულება თავად სომხებშიც საკმაოდ ცუდია და მის სიტყვას ან ავტორიტეტს არანაირ ფასი არა აქვს. ამიტომაც ასეთი ხალხი ჩვენვე გმირად არ უნდა ვაქციოთ. საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგანაც მისი ნათქვამი პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების გახმოვანებაა.

კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ როდესაც ქვეყანას ომთან დაკავშირებით ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, ის ხშირ შემთხვევაში ორივე მხრიდან დარტყმის ობიექტი ხდება. კანაშვილი ამბობს, რომ სოცილურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეობს თუ ინფორმაციას, რომლის უკანაც შესაძლოა მტრული ძალები იდგნენ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ორივე ქვეყნის მხარეს ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამიანი ხვდება, რომ საქართველოს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით სხვაგვარი პოიცია ვერ ექნება.

„ჩვენი ქვეყანა ომში თავად არის ჩართული, ასევე ჰყავს ორივე ეთნიკური ჯგუფის საკამოდ დიდი თემი და ჩვენი მხარედ ამ ომში წარმოჩენა დაუშვებელია. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მტრული ძალების მხრიდან საქართველო ყარაბაღის ომის პარალელურად დეზინფორმაციის დარტყმის ქვეშ იქნება. რაც შეეხება იარაღის გადატანის შესახებ ინფორმაციას, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში, ქართული მხარე ამ კონფლიქტის დაწყებიდან შეიარაღებას არც ერთ მხარეს არასდროს არ უშვებდა და არც ახლა უშვებს. ამიტომ საქართველომ მაქსიმალურად უნდა იმუშავოს იმაზე, რომ ეს ინფორმაცია მუდმივად მკაფიოდ დააფიქსიროს და გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს ამით მანიპულირების საშუალება არ მისცეს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ორივე თემთან მიმართებაში სახელმწიფომ მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იმოქმედოს. კანაშვილი ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება ერთია, მაგრამ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს პროვოკაციაში არ გადაიზრადოს, რისი ალბათობაც ძალიან დიდია. ეს კი საქართველოსთვის შესაძლოა კატასტროფული შედეგების მომტანი იყოს.

Maverick ბატონო ანალიტიკოსებო!

რატომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთის გარდა საქართველოში მოკალათებული V კოლონა, შალიკოს ფანჩა(რ)ტურაში მოკალათებული ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცის ხელიც ერიოს ამ ფეიკების გავრცელებაში?!

პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ურევია მათი ხელი!
4 წლის უკან