ილჰამ ალიევმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ქალაქ ჯებრაილის აღების შესახებ განაცხადა, ერევანში ამას უარყოფენ

ილჰამ ალიევმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ქალაქ ჯებრაილის აღების შესახებ განაცხადა, ერევანში ამას უარყოფენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ქალაქი ჯებრაილის აღების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის მეთაურმა Twitter-ზე დაწერა.

„დღეს აზერბაიჯანის არმიამ ქალაქ ჯაბრაილი და რაიონის რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. დიდება აზერბაიჯანის არმიას“, - წერს ალიევი.

თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის მიერ ჯაბრაილის აღების შესახებ განცხადებას სიცრუე უწოდეს.

ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინტენსიური ბრძოლები კონფლიქტის ზონაში უკვე მერვე დღეა, გრძელდება.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.