ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთის იმპერიალისტური პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის საზღვრებს სცდება

ნიკოლ ფაშინიანი: თურქეთის იმპერიალისტური პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის საზღვრებს სცდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ მსოფლიოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე სათანადო რეაგირება არ ექნება, თურქეთი ავსტრიის საზღვართან მივა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას თუ რატომ უჭერს მხარს რეჯეფ თაიფ ერდოგანი აზერბაიჯანს, მან შემდეგი პასუხი გასცა:

„ვფიქრობ, ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდეს და თურქეთმა ის მთლიანად შთანთქოს. მე სომეხთა წინააღმდეგ გენოციდზე ვსაუბრობ, მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს სომხების მიმართ ისტორიული სიძულვილის უბრალო გამოხატვა არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ კავკასიის სომხები უკანასკნელი დაბრკოლებაა თურქეთისთვის ჩრდილოეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და აღმოსავლეთის გზაზე. იმიტომ რომ თურქეთის იმპერიალისტური პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის საზღვრებს სცდება. მოდით გადავხედოთ თურქეთის პოლიტიკას ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიაში, ახლო აღმოსავლეთში, ერაყსა და სირიაში. ჩემი აზრით, მთიანი ყარაბაღი და სომხეთი დღეს ცივილიზაციის ფრონტზე არიან. და თუ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება არ ექნება, თურქეთის ძალებს ვენასთან უნდა ელოდოს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინტენსიური ბრძოლები კონფლიქტის ზონაში უკვე მერვე დღეა, გრძელდება.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.