„დავით გარეჯი შეიძლება გადაკეთდეს, საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად, რომლის ადმინისტრირებას ერთობლივად მოვახდენთ ჩვენ და აზერბაიჯანი“

„დავით გარეჯი შეიძლება გადაკეთდეს, საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად, რომლის ადმინისტრირებას ერთობლივად მოვახდენთ ჩვენ და აზერბაიჯანი“

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიებას დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

„მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე, ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს. რაც გარანტიაა იმისა, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან ერთად ამ ტერიტორიის მართვა შეეძლოს, დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების განხილვა კი პარალელურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.

ანა დოლიძე: გამწვავებულია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსით სარგებლობის საკითხი. ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები სისხლის სამართლებრივ ასპექტში. ეს ქმედებები არის მოკლევადიანი შედეგის მომტანი. ანუ, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას სჭირდება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და მდგრადი ხედვა - როგორ აპირებს დავით გარეჯით სარგებლობის განაწილებას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის. ერთი წლის წინ, მე ხელისუფლებას შევთავაზე გეგმა, რომელიც წარადგინა მეცნიერთა დიდმა ჯგუფმა, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ამ გეგმის მიხედვით, დავით გარეჯი შეიძლება გადაკეთდეს, საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად, რომლის ადმინისტრირებას ერთობლივად მოვახდენთ ჩვენ და აზერბაიჯანი. ასეთი მიდგომით, დავით გარეჯი შეიძლება გახდეს გლობალური მასშტაბის პროექტი, რომელიც იქნება მიმზიდველი ეკომომიკურ-კულტურული თვალსაზრისით არა მარტო ჩვენთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ უამრავი ადამიანისთვის, რომლებიც ჩამოდიან დავით გარეჯში, მაგრამ ახლა ჩამოვლენ, ევრაზიული მნიშვნელობის საერთაშორისო დაცულ ტერიტორიაზე. მსგავსი მსოფლიოში ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს.

ხელისუფლება შეიძლება რაღაც ნაბიჯებს დგამდეს, მისცეს პასუხისგებაში ვიღაცეები, ჩაიხედოს კომისიის საქმიანობაში, რასაც ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, მაგრამ ეს კეთდება ძირითადად წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად. დაცული ტერიტორიების საკითხი არის იდეა, რომლითაც ხელისუფლება დაიწყებს მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან მშვიდობიანად და ერთობლივი ინტერესის გათვალისწინებით. აქედან შეიძლება გამოვიყვანოთ გლობალური მნიშვნელობის კულტურული, ტურისტული ეკონომიკურ-ეკოლოგიური პარკი.

თუ ბატონ გახარიას უნდა, რომ მართლა გადაწყვიტოს ეს პრობლემა და მხოლოდ საარჩევნო ქულები არ ჩაიწეროს რასაც ახლა ვხედავთ, ერთი წელია ეს იდეა დევს მაგიდაზე.

დოკუმენტი, რომელზეც ახლაა ლაპარაკი, საიდან მოვიდა, თუ გაქვთ რაიმე დამატებით ინფორმაცია და სად იყო აქამდე, ხომ არ არის ეს წინა საარჩევნოდ გათვლილი პიარი?

- ძალიან დიდი ხანია არსებობს კითხვები კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. უამრავი საერთაშორისო დავა ყოფილა საზღვრების დემარკაციაზე, რომელიც გადაწყვეტილა მშვიდობიანად. ამ კომისიის მუშაობა ყოველთვის იყო დახურული, ბურუსით მოცული და ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა კითხვის ნიშნები, რას აკეთებს ეს კომისია და რატომ აწარმოებს დახურულ კარს მიღმა საიდუმლო მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან. ანუ, ვიღაცამ რომ ჩაიხედა კომისიის საქმიანობაში და დაინტერესდა, ეს კარგია. დავით გარეჯის თემა გამწვავდა სალომე ზურაბიშვილის იქ ვიზიტის შემდეგ. მანამდე ძალიან ბევრი დრო იყო, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას ჩაეხედათ რას აკეთებდა ეს კომისია ამდენი ხნის განმავლობაში. ეს თემა, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ხელისუფლებისთვის არის ხელსაყრელი. წინა არჩევნებზე გვახსოვს გახმაურებული საქმეების გამოძიება, ახლა ეს თემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს თემის მოგვარებას. ეს არის პოლიტიკურად ქულების ჩაწერის შესაძლებლობა, ხალხს დავით გარეჯთან დაკავშირებით სჭირდება პასუხები. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი - ახლა, ერთ-ორ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ხალხი დაწყნარდეს, - ალბათ, ეს არის ხელისუფლების გათვლა, მაგრამ გრძელვადიანად, უნდა გვითხრან რას აპირებენ.

არსებობს რუკა, რომლის მიხედვითაც მთელი ეს სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საზღვრებში ექცევა, ასე ვთქვათ, რატომ უნდა დავთმოთ ეს ტერიტორიები?

- არანაირ დათმობაზე საუბარი არ არის, პირიქით, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს საბჭოთა დროინდელ რუკებთან დაკავშირებით. ბევრი რამ არის აქ გამოსაკვლევი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება იყოს მორიგი გლობალური პროექტი.

საპატრიაქო თუ არის საქმის კურსში, თუ გაეცნენ ამ იდეას?

- საპატრიარქო ამ იდეასთან დაკავშირებით არის საქმის კურსში ბოლო ერთი წელია. მე შევხვდი კირიონსაც, რომელიც იქ საქმიანობს და ალბათ, მეტი საინფორმაციო მუშაობაა საპატრიარქოსთან გასაწევი, რომ მათაც არ ჩათვალონ, რომ ერთი მეორეს გამორიცხავს, ანუ ეს ორი პროცესი ერთმანეთს არ გამორიცხავს, საზღვრის დემილიტაციის პროცესი წავა და პარალელურად, უნდა წავიდეს ამ საერთო პროექტზე საუბარი. საპატრიარქოს ინტერესი არის ცალსახა და სწორია, რომ ჩვენ მხარეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა კულტურულ ძეგლებზე, რომელზეც აცხადებს პრეტენზიას აზერბაიჯანი.

ბოლო კომისიის მუშაობაც საკმაოდ დახურული იყო საზოგადოებისთვის, ჩვენ მხოლოდ ვიცით ის, რომ მუშაობა მიდიოდა, დეტალები უცნობია, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კომისიის მუშაობაც უნდა გახდეს საჯარო?

- კომისიასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო კითხვები. თქვენ ამ სფეროს ექსპერტებს რომ დაელაპარაკოთ, ისინი ამ კითხვებს სვამენ. არსებობს სერიოზული კითხვები - რას აკეთებს ამდენი ხანი კომისია, რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, ეს არავინ არ იცის. სამხედრო საიდუმლოებაა? რატომ უნდა იყოს ეს პროცესი დახურული? დიპლომატიურად ამას შედეგი რომ მოჰქონდეს, კიდევ გასაგები იქნება, რომ საქმე კეთდება, მაგრამ წლებია კომისიები მუშაობენ, შედეგები არ გვაქვს. საინტერესოა, ერთი წლის წინ რომ ატყდა დავით გარეჯზე ამბავი, მაშინ რატომ არ გაგზავნა თავდაცვის სამინისტრომ წერილი პროკურატურაში?

ამ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ იდეა რომელზეც თქვენ საუბრობთ, ამ საკითხში საზოგადოების ფართო ჩართულობა და აქტიურობა უნდა მოხდეს, რომ შემდეგში არ იყოს გაურკვევლობები?

- პირველ რიგში, ეს არის, ძალიან სერიოზული მეცნიერული, ისტორიული, კარტოგრაფიული ექსპერტიზის სამუშაო. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამის შესახებ მეტი. ამ თემაზე აქტიურობენ რუსული ფეიკ-საიტები, იმიტომ, რომ ამ თემის გამწვავება რუსეთს აწყობს. ამიტომ, ეს ინფორმაციული ვაკუუმი უნდა შეავსოს ჩვენმა მხარემ. გამოიყვანონ ისტორიკოსები, კარტოგრაფები. ფაქტია, რომ ამ კომისიის მუშაობაზე საზოგადოებამ არაფერი არ იცის.

ტაბალი ვამტკიცებთ, რომ ტერიტორია ჩვენია და თან საერთაშორისო ტერიტორიად ვაცხადებთ, სადაა ლოგიკა, ქალო?
4 წლის უკან
Katana . არსად!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მაინც რა ლამაზი, რა მომხიბვლელია ეს ქალბატონი! )))
4 წლის უკან
romani ტერიტორიალური დავების 99, 99% გრძელდება ათეული და ასეული წლები, თან სდევს სისხლი და სიძულვილი. ამ ტერიტორიის ახალი ფორმატით ერთობლივი მართვა, მე მგონი, საღი ალტერნატიული მიდგომაა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ჩვენია, ისინი, რომ მათი. არავითარი საბუთი ამ დავას ვერ გადაწყვეტს, მით უმეტეს, რომ გაბატონდა დრო, როდესაც ყოველგვარ შეთანხმებებს ყავლი გასდის და, თუ უფრო ძლიერს არ აწყობს, ფარატინა ქაღალდად იქცევა. ასეთ პირობებში, აღნიშნული ალტერნატივა შეიძლება ერთადერთი გამოსავალია.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მე უკეთესი წინადადება მაქვს!!! აზერბაიჯანელები ხომ არიან, ხომ თვლიან თავს ძველი ალბანელების მემკვიდრეებად, ხომ აღიარებენ ალბანელების შთამომავლები ვართო?! ის ალბანელები როგორც ვიცი უკლებლივ ქრისტიანები ყოფილან?! ჰოდა მიიღონ აზერბაიჯანელებმა ქრისტიანობა, მართლმადიდებელ რჯულს დაუბრუნდნენ და მერე ჩავრთოთ უმშვენიერესი ქალბატონი ანას წინადადება, ან სულაც დავუთმოთ! )))
4 წლის უკან
ლაზი საზოგადოებას ასეთ საკითხებზე ყველაფრის ცოდნა კი არა გარკვეული და დაცული საზღვარი სჭირდება. საერთაშორისო ტერიტორია რა შუაშია, გაუგებარია. უპატრონოა ეს ტერიტორია თუ რა?
4 წლის უკან
გრიგორი დოლიძის წინადადება აბსურდია, ან კიდევ უარესი მცდელობა საკუთარი ტერიტორია სადაო გახადოს ! ყველა ქართველი პოლიტიკოსი როგორ ცდილობა ავნოს ქვეყანას !!!! თუ გარეჯი საერთო გახადე, მერე როგორ გინდა მასზე საკუთრების აღდგენა ??????? ამ წინადადებისათვისაც კი მე ციხეშიი ჩავსვამდი ნებისმიერს !!!
4 წლის უკან
tngh დავით გარეჯის კომპლექსი ანა დოლიძის ქონებაა... ასე, რომ მსჯელობს???
4 წლის უკან