აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა და მრჩეველმა, ივანკა ტრამპმა განაცხადა, რომ მამამისი მეომარია.
„მეომარი ხარ და ვირუსს დაამარცხებ. მიყვარხარ, მამა“, - დაწერა ივანკა ტრამპმა Twitter-ზე.
2 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. პრევენციის მიზნით, კოვიდინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
თეთრი სახლის ექიმის განცხადებით, პრეზიდენტმა „რეგენერონის“ პოლიკლონალური ანტისხეულების კოქტეილის 8-გრამიანი დოზა, თუთია, ვიტამინი D, ფამოტიდინი, მელატონინი და ასპირინი მიიღო. მისივე თქმით, პრეზიდენტი დაღლილობას გრძნობს, თუმცა კარგ ხასიათზეა. რაც შეეხება პირველ ლედის, მას მსუბუქი ხველება და თავის ტკივილი შეენიშნება.