უკრაინის მმართველი პარტიის წევრი: უკრაინა მზადაა, სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიოს ბაქოს, მათ შორის სამხედროც

უკრაინის მმართველი პარტიის წევრი: უკრაინა მზადაა, სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიოს ბაქოს, მათ შორის სამხედროც

უკრაინის მმართველი პარტიის წევრი ლუდმილა მორჩენკო დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში კიევი ბაქოს სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს.

ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრმა „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა.

„რამდენადაც ვიცი, ჩვენ უკვე ვეხმარებით აზერბაიჯანს სამართლებრივი და ჰუმანიტარული კუთხით. ასევე განვიხილავთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ დავეხმაროთ შემდგომში აზერბაიჯანს. უკრაინა მზადაა, სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიოს ბაქოს, მათ შორის, სამხედროც, თუ ამის საჭიროება დადგება. ეს საომარი ვითარებაა“, - განაცხადა დეპუტატმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.