სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის თავზე აზერბაიჯანის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
„მტრის ოთხი უპილოტო აპარატი დავაფიქსირეთ გეღარქუნიქისა და კოტაიქის პროვინციების თავზე. სომხეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე.
მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაც დაადასტურა.
„მეოთხეც ჩამოვაგდეთ. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს.