მაიკ პენსი: ახლავე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჯო ბაიდენი არასდროს გახდება აშშ-ის პრეზიდენტი

მაიკ პენსი: ახლავე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჯო ბაიდენი არასდროს გახდება აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყდება, დარჩება თუ არა ამერიკა ამერიკად.

„არჩევანის გაკეთების დრო ახლოვდება და ეს არჩევანი არასდროს ყოფილა იმაზე უფრო ცხადი, ვიდრე ახლა არის, ხოლო ფსონზე კი ძალიან ბევრი დევს. თუ შეხედავთ ჩვენი ოპონ ენტების დღის წესრიგს, დაინახავთ, რომ ჯო ბაიდენი რადიკალი მემარცხენეების ტროას ცხენი იქნება. ამ არჩევნებში მთავარ კითხვას გაეცემა პასუხი: დარჩება თუ არა ამერიკა ამერიკად? მე მჯერა თავისუფალი ბაზრის და ამერიკული ოცნების. ახლავე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჯო ბაიდენი არასდროს გახდება აშშ-ის პრეზიდენტი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიდევ ოთხი წლით ავირჩევთ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს „დემოკრატების“ კანდიდატები, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან.