ევროკავშირის ლიდერებმა „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სამხედრო კლასის ქიმიური ნერვული აგენტით ნავალნის მკვლელობის მცდელობა დაგმეს და რუსეთის ფედერაციას მომხდარზე გამოძიებისკენ მოუწოდეს.
ნავალნის საქმეზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებმა და პრეზიდენტებმა ბრიუსელში საგანგებო სამიტზე იმსჯელეს.
„ევროპული საბჭო ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მკვლელობის მცდელობას გმობს. ქიმიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, ხელი შეუწყოს მომხდარზე პასუხისმგებელ პირთა დასჯის მიზნით საერთაშორისო გამოძიებას. ევროკავშირის ლიდერები ამ თემას 15-16 ოქტომრის სხდომაზე დაუბრუნდებიან”, - წერია ევროპულის საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს. მოგვიანებით ეს ფრანგმა და შვედმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ნავალნი კლინიკიდან 23 სექტემბერს გაეწერა.