თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ აზერბაიჯანის 130 ჯარისკაცი დაიღუპა, 260 კი დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, განადგურებულია 29 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო დანადგარი და 11 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.
როგორც სპიკერმა განმარტა, საჭიროა ყველა შესაძლო სცენარის განხილვა. მისი თქმით, თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზადაა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.