მთიანი ყარაბაღის საკითხზე თურქული მხარის განცხადებები სახიფათო და წინდაუხედავია, - ამის შესახებ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„დღეს მექნება საუბარი ვლადიმერ პუტინთან, ხვალ კი, პრეზიდენტ ტრამპთან. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს წამოვწევ, რათა გავცვალოთ აზრები და შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზა ვიპოვოთ“, - განაცხადა მაკრონმა.
მანამდე ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ბაქოს როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე და რომ აზერბაიჯანზე ნებისმიერი თავდასხმა ასევე თურქეთზე თავდასხმას ნიშნავს.