გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში საიდუმლოდ მოინახულა. ამის შესახებ გამოცემა Swissinfo გერმანულ Der Spiegel-ზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, კანცლერმა ნავალნის სოლიდარობა გამოუცხადა და მისი მოწამვლის ფაქტის ბოლომდე გამოძიების პირობა მისცა.
ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს მოწამლეს. მოგვიანებით ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ოპოზიციონერი ნევრულ-პარალიტიკური აგენტით, „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. ის კლინიკიდან 22 სექტემბერს გაწერეს.