აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 10 წლის განმავლობაში ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა. ასეთია The New York Times-ის გამოძიების შედეგი.
გაზეთში ამტკიცებენ, რომ ინფორმაცია ტრამპის ფინანსების შესახებ პრეზიდენტის ასობით კომპანიისგან 20-წლიან პერიოდზე მიიღო. საუბარია იმ მონაცემებზეც, რომლებიც ტრამპმა აშშ-ის ფედერალურ საგადასახადო სამსახურს გადასცა.
გამოცემა წერს, რომ 2016 წელს, როცა ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მან საშემოსავლო გადასახდის სახით 750 დოლარი გადაიხადა. ასეთივე იყო გადასახადი 2017 წელს. NYT-ი განმარტავს, რომ ტრამპის კომპანიები ზარალის შესახებ აცხადებენ, რაც მათ გადასახდისგან ათავისუფლებს.
„გასული 15 წლიდან 10-ის განმავლობაში ის საშემოსავლო გადასახადს საერთოდ არ იხდიდა. ძირითადად იმიტომ, რომ გაცილებით მეტ ფულს კარგავდა, ვიდრე იღებდა“, - წერია სტატიაში.
ტრამპი და მისი წარმომადგენლები გადასახდებისგან თავის არიდების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. პრეზიდენტმა New York Times-ის სტატიას „ფეიკ ნიუსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ გადასახდებს იხდის. თეთრი სახლის მეთაურმა ასევე განმარტა, რომ მისი დეკლარაციები შემოწმების სტადიაზეა, რომლის დასრულების შემდეგ ის საბუთებს გამოაქვეყნებს. დეკლარაციების გასაჯაროებას ტრამპი საზოგადოებას 2014 წლიდან ჰპირდება.