CNN: დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ემი კონი ბარეტს წარადგენს

CNN: დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ემი კონი ბარეტს წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი „რესპუბლიკურ პარტიაში“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ემი კონი ბარეტი აშშ-ის მე-7 საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. იგი რელიგიური და კონსერვატიული მსოფლმხედველობით გამოირჩევა და აბორტის მოწინააღმდეგეა.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი, რუთ ბეიდერ გინზბურგი, 87 წლის ასაკში, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა. მას ხშირად იხსენიებდნენ გენდერული საკითხის ტრანსფორმაციის ფუძემდებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში.