ყაზახეთმა სიკვდილით დასჯა სრულად გააუქმა. როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ყაზახეთი ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატურ პროტოკოლს შეუერთდა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 2003 წლიდან მოქმედებს. ამასთანავე, სიკვდილით დასჯა, როგორც სისხლის სამართლის სასჯელი, არ გაუქმებულა და მისი აღსრულება მორატორიუმის გაუქმებიდან ერთი წლის განმავლობაში გახდებოდა შესაძლებელი.