პორტუგალიის ეკონომიკის მინისტრის, პედრუ სიზა ვიეირას განცხადებით, მთავრობა სესხის ყოველთვიური გადასახადის დაფარვის გადავადებას მომავალი წლის სექტემბრამდე გაახანგრძლივებს, რათა თავიდან აიცილოს ცუდი სესხების მკვეთრი ზრდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება, როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების სესხებს, მათ შორის იპოთეკურ სესხებს.
მინისტრის თქმით, სესხის ყოველთვიური გადასახადის 2021 წლის სექტემბრამდე გადავადების მიუხედავად, ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს პროცენტის გადახდა მარტის თვიდან მოუწევთ.