„სააკაშვილი იდიოტი არ არის, იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს შიდა კონკურენციაა - მუშაობს საკუთარ ამომრჩეველზე“

„სააკაშვილი იდიოტი არ არის, იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს შიდა კონკურენციაა - მუშაობს საკუთარ ამომრჩეველზე“

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიამ კანდიდატებად, ძირითადად, აქცენტი ძველ სახეებზე და გამოცდილ პოლიტიკოსებზე გააკეთა. უმეტესი მათგანი კი წინა ხელისუფლებაში უკვე მოღვაწეობდა და საზოგადოება მათ კარგად იცნობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველს ახალი სახეები მხოლოდ სამ ოლქში წარუდგინა. პარტიაში ამბობენ, რომ მათ კანდიდატების წარდგენის დროს რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელეს - ისინი თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში ცნობადები, გავლენიანი და ავტორიტეტული ფიგურები არიან. ამასთანავე მათი პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ბიოგრაფია გააჩნიათ.

For.ge-სთან ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ სიის წარმოდგენის შემდეგ ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის არჩევნებს ვერ მოგებს და ის მხოლოდ საკუთარი ამომრჩელის მობილიზებაზეა გადასული, ამიტომაც აქცენტი ცნობად და გამოცდილ პოლიტიკსოებზე გაკეთა. სხვაგვარად გაუგებარია რატომ უნდა დააყენო ის ადამიანები კანდიდატებად, რომლებმაც ნაციოანლების ხელისუფლების დასუსტებაში დიდი როლი შეიტანეს და სწორედ ეს ადამაინები იყვნენ 2012 წელს ხელისუფლებაში, როდესაც ხალხმა ეს პარტია სახლში გაუშვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ფიქრობს, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ შეძლეს ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა.

„გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან მალხაზ ჯალაღონია. აქ არიან ძალიან გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და იწყება ახალი ეპოქა. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, არა მხოლოდ ტელესივრცის სუპერვარსკვლავი, არამედ ზოგადად, შემოქმედებითი პროფესიებისა საქართველოში, ესეც ძალიან დიდი შენაძენია. ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთან არის, ის რომ საქართველოს სამსახურში დგას ისევ, ის, რომ იქნება წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და ასევე, იმედია, საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენი მივდივართ გამარჯვებისკენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თბილისის მასშტაბით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ დეპუტატობის კანდიდატების სია კი ასე გამოიყურება:

გლდანის საარჩევნო ოლქი – ნიკა მელია; სამგორის საარჩევნო ოლქი – ლევან ხაბეიშვილი; ისნის საარჩევნო ოლქი – ხატია დეკანოიძე;

რაც შეეხება რეგიონებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია: მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – ცეზარ ჩოჩელი; თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – გიორგი ბოტკოველი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – ლევან ბეჟაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – დავით კირკიტაძე; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აზერ სულეიმანოვი; ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი – კახა ოქრიაშვილი; გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – ბადრი ბასიშვილი; ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი – ნატო ჩხეიძე; ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი – ვაჟა ჩიტაშვილი; ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – მელიქ რაისიანი;

ქუთაისის საარჩევნო ოლქი – გრიგოლ ვაშაძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – გიორგი კაპანაძე; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – კახა გეწაძე; სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – ნანუკა ჟორჟოლიანი; ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი – დილარ ხაბულიანი; ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – მალხაზ ჯალაღონია; ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი​ – მურთაზ ზოდელავა; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – როლანდ ფიფია; ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – მანუჩარ კვირკველია; ბათუმის საარჩევნო ოლქი – ლევან ვარშალომიძე; ქობულეთის საარჩევნო ოლქი – ბონდო თევდორაძე; ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – მიშა ბოლქვაძე;

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატები 25 საარჩევნო ოლქში დაასახელა, მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაუსახელებიათ – საბურთალოს საარჩევნო ოლქში, ვაკის საარჩევნო ოლქში, მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში, ნაძალადევის საარჩევნო ოლქსა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ კანდიდატები დაასახელა აჭარის უმაღლეს საბჭოშიც: ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო – გია აბულაძე; ქობულეთი – ელგუჯა ბაგრატიონი ; ბათუმი – გიორგი კირთაძე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიას დასახელების შესახებ. თუმცა სააკაშვილმა დედის დაყენება გადაიფიქრა. ასევე უკვე ცნობილი იყო, რომ სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში კანდიდატი გენერალი დევი ჭანკოტაძე იქნებოდა, თუმცა მის მაგივრად ნანუკა ჟორჯოლიანი დაასახელეს. პარტიაში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ გენერალი პარტიულ სიაში იქნება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეს პარტია მოსაგებად ბრძოლას არ აპირებს და მას გათვლა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასა და შენარჩუნებაზე აქვს გაკეთებული. მისი თქმით, ნაციონალებმა მაჟორიტარულ ოლქებში სამი ადამიანის გარდა ყველა ის პირი წარადგინა, რომლებიც 2012 წელს მოსახლეობამ ხელისუფლებიდან გაუშვა. შესაბამისად, ნეიტრალური და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის ახალი არაფერი შეუთავაზებია. რაც შეეხება გიული ალასანიას ზუგდიდში არდაყენებას, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება პირადად ამ ქალბატონმა მიიღო და ჩათვალა, რომ მისი ასაკიდან გამომდინარე ამ „სპორტულ“ შეჯიბრში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.

„რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანით დევი ჭანკოტაძის ჩანაცვლებას, არ მგონაი, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. ნაციონალების მთავარი მიზანია, რომ დარჩეს პირველ ოპოზიციურ ძალად და არანაირი გმარჯვებაზე ისინი არ ფიქრობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ, ისევ იმ სახეებს არ დაასახელებდნენ კანდიდატებად, რომლებიც 2012 წელს მოსახლეობამ ხელისუფლებიდან გაუშვა. ისინი იღვწიან მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებისკენ. ეს სია ამის თქმის საშუალებას იძლევა. ნეიტრალურად განწყობილ და ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს, რომელიც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი, ახალს არაფერს სთავაზობენ. რაც შეეხება ოქრიაშვილს, ჩოჩელს, რომლებსაც ნაციონალები ამდენი ხანია აკრიტიკებენ, იმიტომ იღებენ თავის რიგებში, რომ კადრები არ ჰყავთ. ივანიშვილიც რომ მივიდეს თავის ფულით, უარს კი არ ეტყვიან“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.

გია ხუხაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციოანლური მოძრაობის“ წარმომადგენლობა პარამეტრებით უფრო უკეთსად გამოიყურება. ეს არის ცნობადობა, პოლიტიკური გამოცდილება და შესაძლებლობები. თუმცა არის სისტემური ხარვეზები, რომელიც წარსულის ცოდვებს ეხება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს კანდიდატები საარჩევნო კამპანიაში უკვე მინუსებით შედიან და წარსულის ცოდვები თან სდევთ. თუმცა მათი საარჩევნო კამპანია მათსავე ამომრჩეველზეა განსაზღვრული.

„ქართულ პოლიტიკაში ვის უკვირს პორტირებული ხალხი. „ოცნებაც“ სავსეა ნაციონალებიდან პორტირებულებით. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა დიდ წილად კომპრომეტირებულია, ამიტომაც არავის უკვირს, კახა ოქრიაშვილის და მისი მსგავსი კანდიდატების დასახელება. მმართვეელ პარტიაშიც ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არ არის. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საუბარს, რომ არჩევნები მათ უნდა მოიგონ, ლოგიკურია, რადგანაც აბა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს კოალიციაზე საუბარი უკვე წამგებიანია.

თქვენ გგონიათ სააკაშვილი მართლა ფიქრობს, რომ არჩევნებს მოიგებს? არ ჰგონია, რომ მოიგებს, ეს არის პოლტიკური მანევრირება და ამომრჩევლის მობილიზება. ნაციონალებს და ევროპელებს საერთო ელექტორატი ჰყავთ და ისინი მის გაყოფას ცდილობენ. ეს შიდა კონკურენციაა. სააკაშვილი იდიოტი არ არის და მან იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომაც აქცენტი გააკეთა პოლიტიკურად ცნობად სახეებზე, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ. რა თქმა უნდა, მუშაობს საკუთარ ამომრჩეველზე“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქს, სადაც გიული ალასანიას დაყენება პარტიამ გადაიფიქრა, გია ხუხაშვილის შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ ოლქში გიგი უგულავაზე უფრო ცნობად პირს ვერ დააყენებდა, აქცენტი „პარტიული პრობლემების ჩამორეცხვაზე“ გააკეთეს.

ანალიტიკოსიის აზრით, სისტემური ხარვეზი, ანუ ანტიმიშას ხარვეზი ყველაზე გადადის. შესაბამისად, ამომრჩევლისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კომპრომატის ტვირთი რამდენად აწევადი იქნება, რთული სათქმელია, მაგრამ სადღაც შესაძლებელი იქნება და სადღაც შეუძლებელი. ხუხაშვილი ამბობს, რომ სიას სისტემური პარტიული ხარვეზი აქვს, რაც მათ ამოცანას - მოიგონ არჩევნები გაართულებს.

Gami სააკაშვილი მაინც იდიოტი და სირია, ხოლო "ექსპერტი"ხუხაშვილი "ქართული პოლიტიკის/პოლიტოლოგიის/" სისტემური ხარვეზი!
4 წლის უკან
Misha modi სააკასვილი იმიტომაა სირი რომ,თავიდანვე ვერ გათვალა ათი გამყიდველი სული,სააკასვილი ოდიოტია იმიტო რომ საერთოდ უფლება მისცა ამ ხროვას მოთრეულიყო,ბანდიტები მყაცებლები მკვლელები,მოღალატეები. არსად არ უნდა წასულიყო,ეხლა ამათი ბოგინიც არ იქნებოდა.და რაც არ უნდა იფიქროთ, მიშა მოდის და მოვა და ამმათნაირ ახვრებს ჩარეცხავს უნიტაზში ჩემსავით მტელი საქართველო ფიქრობს უკვე,ასე რომ ერთი ადგილი აგარ ათამაშოთ და მოემზადეთ აღსარებისთვის. ხუხაშვილი მუხაშვილიების აზრი კი კიდია ხალხს,მთავარია ცვეეენ ხალხი რას ფიქრობს. ხალხი კი მიშას ცამოსვლას ელოდება,და ის ჩამოვააააა.
4 წლის უკან