უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს.
„უკრაინა არასდროს ერეოდა ბელარუსის შიდა საქმეებში და ბელარუს ხალხს ყოველთვის დაუჭერს მხარს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანია და შემდგომში როგორ განვითარდა მოვლენები, დღევანდელი „ინაუგურაცია“ ბელარუსის ლეგიტიმურ მეთაურად ლუკაშენკოს აღიარებას არ ნიშნავს“, - დაწერა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Twitter-ზე.
23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.