სამხრეთ კორეის ზღვის და სათევზაო მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში განზრახ მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ფხენიანისგან „სისასტიკის ამ აქტის“ ახსნასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
სეულის მონაცემებით, 47 წლის კაცი 21 სექტემბერს, კუნძულ იონხიონდოსთან ინსპექციის ჩატარების დროს კატერის ბორტიდან გაუჩინარდა. სავარაუდოდ, მან ჩრდილოეთ კორეაში გაქცევა სცადა და ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში გაცურა. მისი ცხედარი ჩრდილოეთ კორეის პატრულმა აღმოაჩინა. ექსპერტიზის შემდეგ სეულში ამტკიცებენ, რომ კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შემდეგ კი კუნძულზე მისი ცხედარი დაწვეს.
სამხრეთ კორეაში მიიჩნევენ, რომ ფხენიანის მთავრობა ასეთ „არაადამიანურ“ საქციელზე კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის საკუთარი ინსტრუქციების გამო წავიდა. ეს პირველი შემთხვევაა 2008 წლიდან, როცა ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთ კორეის მოქალაქე მოკლეს.