ავსტრალიის შტატ ტასმანიაში ნაპირზე გამორიყული 470 ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ტასმანიაში ნაპირზე გამორიყული ვეშაპების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ცხოველები შტატის დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს. ორშაბათიდან მაშველები 250 ძუძუმწოვრის გადარჩენაზე მუშაობენ, თუმცა გუშინ კიდევ 200-ზე მეტი ვეშაპი იპოვეს, რომლებიც პირველი ჯგუფიდან ოდნავ მოშორებით არიან გამორიყული. მათი უმეტესობა უკვე მოკვდა.
რაც შეეხება პირველ ჯგუფს, აქ დაღუპული ცხოველების რაოდენობა 90-ს შეადგენს. მაშველებმა და მოხალისეებმა 25 ცხოველი გადაარჩინეს, თუმცა უმეტესობა ტალღას გამოჰყვა და კვლავ წყალმარჩხობაზე აღმოჩნდა. ამის მიუხედავად სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ვეშაპების ნაპირზე გამორიყვა.