აშშ-ში ნიუ ჰემფშირის აეროპორტში მაიკ პენსის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აშშ-ში ნიუ ჰემფშირის აეროპორტში მაიკ პენსის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი აშშ-ს ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ nypost წერს.

გამოცემა თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიცე-პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ვაშინგტონში სატვირთო თვითმფრინავით დაბრუნდება. პენსი გილფორდში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.