ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინაუგურაციის ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.
ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად მას შემდეგ შეუდგა, რაც ფიცი დადო.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. ევროპარლამენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარა.