ინდოეთში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, მუმბაისთან ახლოს, ქალაქ ბჰივანდიში სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„შენობის ნახევარი ჩამოინგრა და 25-26 ოჯახი ჩარჩენილია შენობაში“, - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის რწმუნებული პანკაჯ აშია.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა, რომელშიც 54 სახლია განთავსებული.

მაშველებმა ამ დრომდე 11 დაშავებული ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო სამუშაო კვლავ გრძელდება.