უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, „დემოკრატებმა“ მსოფლიოს მორალური იმპერიალიზმი მოახვიეს თავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრამპს, რადგან ძალიან კარგად ვიცნობთ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ მთავრობის დიპლომატიას, რომელიც მორალურ იმპერიალიზმს ეფუძნება. იძულებული გაგვხადეს, ეს მორალური იმპერიალიზმი გაგვესინჯა, ჩვენ ის არ მოგვეწონა“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპს „დემოკრატების“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება.