ბელარუსი პოლონეთთან, ლიეტუვასა და უკრაინასთან საზღვრებს ჩაკეტავს

ბელარუსი პოლონეთთან, ლიეტუვასა და უკრაინასთან საზღვრებს ჩაკეტავს

ბელარუსი პოლონეთთან, ლიეტუვასა და უკრაინასთან საზღვრებს ჩაკეტავს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„იძულებული ვართ ჯარი ქუჩებიდან გავიყვანოთ და დასავლეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვარი ლიეტუვასა და პოლონეთთან ჩავკეტოთ. ასევე იძულებული ვარ უკრაინასთან სახელმწიფო საზღვარი ჩავკეტო“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა პოლონელ, ლიეტუველ და უკრაინელ ხალხს მოუწოდა, თავიანთი შეშლილი პოლიტიკოსები შეაჩერონ და ომის გაჩაღება არ დაუშვან.