უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო. სწავლებას, რომლის სახელწოდებაა Rapid Trident-2020, ლვოვის ოლქი მასპინძლობს და მასში 4 000-მდე სამხედრო, ასევე მძიმე ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გახსნის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში გაწევრიანება ქვეყნის სტტრატეგიულ მიმართულებად დაასახელა.
წვრთნები 25 სექტემბერს დასრულდება.