საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი ჰოსპიტალიზირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
94 წლის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი საფრანგეთის პრეზიდენტი 1974-1981 წლებში იყო.