კორონავირუსის პანდემიის გამო დაახლოებით 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან, - ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ Goalkeepers-ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, Microsoft-ის დაამარსებლის შეფასებით, წლევანდელი წელი განსხვავებულია, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკან დახია პროგრესი.
კერძოდ, როგორც გეიტსი განმარტავს, პანდემიის გამო სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი 1990-იანი წლების დონემდე დაეცა.