ალექსეი ნავალნის, რომელიც კომიდან გამოვიდა და თავს უკეთ გრძნობს, გერმანიაში დარჩენა არ სურს და რუსეთში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა New York Times გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსი ოპოზიციონერი ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.
ის ამ დრომდე ბერლინში Charite-სკლინიკაში იმყოფება. ბოლო დღეებში ნავალნის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და საწოლიდან წამოდგომა შეუძლია.