რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატის არსეობა საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ბერლინში განმარტეს, ნავალნისგან აღებული ნიმუშები ამ ორ სახელმწიფოში დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად გაგზავნეს. ამასთან, კიდევ ერთი ნიმუში ქიმიური იარაღის აკრძალვის კომისიაშია გაგზავნილი, რომელიც საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს.
„კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. შემდეგ ის საკმურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პოლიტიკოსი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატით მოწამლეს.