მე-20 საუკუნის დასაწყისში ჭიათურის მარგანეცის მრეწველობაში სხვა უცხოელ მეწარმეებთან ერთად ბელგიელი მრეწველებიც მუშაობდნენ.
იმ ფაქტმა, რომ პირველი ლედის ბებია ბელგიელი იყო და ჭიათურაში მყოფ თანამემამულე მრეწველებთან ახლო ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა, სანდრა რულოვსს ზემო იმერეთში ნათესავების ნაკვალევის პოვნისკენ უბიძგა.
ჭიათურიდან 6 კილომეტრის დაშორებით, სოფელ დარკვეთის ზეგანზე უკვე მიაკვლიეს ბელგიელთა სასაფლაოს, რომელიც ამ დღეებში სანდრა რულოვსმა დაათვალიერა.
მისი ინიციატივით და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით სასაფლაო საგულდაგულოდ გაიწმინდა.
მართალია სანდრა რულოვსმა სასაფლაოს ქვებზე ნათესავების გვარ-სახელს ვერ მიაკვლია, მაგრამ მისი მოვლა-პატრონობა იკისრა და სასაფლაოს მომვლელიც დაიქირავა.