იორდანიაში, ქალაქ ზარქასთან ახლოს, სამხედრო ობიექტზე მძლავრი აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება საბრძოლო მასალების საწყობში, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულები.
„ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მიწისძვრა მოხდა. ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა, ბავშვებმა კი ტირილი დაიწყეს“ - ამბობს ქალაქ ზარქაში მცხოვრები ქალი, ნაბილა ისსა.
უსაფრთხოების ძალებმა ქალაქი დაკეტეს და ზარქაში შესვლა და გასვლა აკრძალულია.ზარქა ფართო ინდუსტრიული ქალაქია, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.